დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ თრასმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა.
სანქციების პაკეტი მოიცავს რუსეთში ბრიტანული ბიზნეს სერვისების ექსპორტის აკრძალვას. ამასთან, რუსეთს აეკრძალება გამოიყენოს ბრიტანული მენეჯმენტის საკონსულტაციო, საბუღალტრო და პიარ სერვისები, რაც ამ სექტორებში რუსეთის იმპორტის 10%-ს ქმნის.
“პუტინის რეჟიმთან ბიზნესის კეთება მორალურად გაუმართლებელია და ეხმარება ომის მანქანის დაფინანსებას, რომელსაც უკრაინისთვის ტანჯვა მოაქვს. ბრიტანულ სერვისებზე რუსეთის წვდომის შეწყვეტა უფრო მეტ ზეწოლას მოახდენს კრემლზე და საბოლოოდ დაეხმარება უკრაინაში პუტინის წარუმატებლობას”.
აქტივების გაყინვისა და მოგზაურობის აკრძალვის გარდა, ახალი კანონმდებლობით, სოციალურ ქსელებს, ინტერნეტ სერვისებსა და აპლიკაციებს 2 რუსული სახელისუფლებო და პროპაგანდისტული მედიის RT-ისა და Sputnik-ის მასალების დაბლოკვა ევალებათ.
კომენტარები