შსს-ს სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის პირველ სამ თვეში საქართველოში 208 ავტოავარია მოხდა ისე, რომ ქვეითს დაეჯახნენ. დაიღუპა 24 და დაშავდა 299 ქვეითად მოსიარულე.
საერთო ჯამში, კი 2022 წლის I კვარტალში საქართველოში სსკ-ის 276-ე მუხლით გათვალისწინებული (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა) 1 121 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა. აქედან 99 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 1 583 – დაშავდა.
კომენტარები