„აზოვსტალში“ უკრაინელმა სამხედროებმა, ოკუპანტების მოგერიება შეძლეს და მათი ნაწილი, ქარხნის ტერიტორიიდან გააძევეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩი ავრცელებს :
„რუსებმა „აზოვსტალის“ საბოლოო აღება გადაწყვიტეს და ინტენსიური იერიშების მიტანა დაიწყეს. როგორც ვიცი, პუტინის წარმომადგენელი კირიენკოც ადგილზეა. როგორც ხვდებით, რუსებს უნდათ, რომ 9 მაისისთვის გამარჯვება და მარიუპოლის აღება გამოაცხადონ. რუსები შეიჭრნენ „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, თუმცა, ჩვენმა ბიჭებმა უკან დაახევინეს. ყველაფრის მიუხედავად, ვითარება კრიტიკულია. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენმა პრეზიდენტმა მთელი ძალისხმევა და დიპლომატიური არხები მარიუპოლისა და „აზოვსტალის“ პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენა. ვნახოთ, რა გამოვა“, – განაცხადა არესტოვიჩმა.
კომენტარები