რუსმა ოკუპანტებმა უკრაინაში, ლუგანსკის ოლქის ქალაქები: სევეროდონეცკი, პოპასნა, გორსკოე და ლისიჩანსკი დაბომბეს. რუსების იერიშებს 5 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაცია ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ გაავრცელა.
“რუსებმა ლუგანსკის ოლქზე საარტილერიო შეტევა განახორციელეს. ოკუპანტებმა იერიში მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებლებზე მიიტანეს. 25-მდე სახლი დაზიანებული ან განადგურებულია”.
კომენტარები