Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის სამხედრო ძალებმა აღმოსავლეთ უკრაინაში ოკუპანტების წინსვლა შეაჩერეს. ამასთან ერთად, რუსეთის ქვედანაყოფებმა მრავალი წარუმატებელი თავდასხმა განახორციელეს.
სამხედრო ანგარიშის მიხედვით, რუსეთის სამხედრო ძალები, 4 მაისს აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში შეიჭრნენ. კრემლი, სავარაუდოდ, იმედოვნებს, რომ აზოვსტალის აღება 9 მაისისთვის მარიუპოლის დაკავებას განაპირობებს.
ოკუპანტებმა დასავლეთ უკრაინაში საჰაერო თავდასხმები გააძლიერეს, თუმცა დასავლეთიდან იარაღის მიწოდება ვერ შეზღუდეს. ლვოვისა და ტრანსკარპათიის რკინიგზის სადგურებზე სხვადასხვა ტიპის შეტევა განხორციელდა. აშშ-ს თავდაცვის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთის ძალებმა 200-დან 300-მდე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს. აშშ-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ რუსეთის თავდასხმები უკრაინის სატრანსპორტო შესაძლებლობების შეფერხების გამო ხორციელდება.
უკრაინის ქვედანაყოფების კონტრშეტევების გამო, ოკუპანტები ხარკოვის აღმოსავლეთით განლაგდნენ. უკრაინის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, უკრაინის სამხედრო ძალებმა 2 მაისს Staryi Saltiv-ზე კონტროლი აღადგინეს. უკრაინის კონტრშეტევებმა, შესაძლოა, ხარკოვის ჩრდილო-აღმოსავლეთით რუსეთის პოზიციები შეავიწროვოს. ამ მოცემულობამ, შესაძლოა, რუსებს დილემა შეუქმნას – გააძლიერონ პოზიციები ხარკოვის მახლობლად თუ ქალაქის საარტილერიო ზოლში დაკარგონ თავიანთი პოზიციები.
- რუსეთის სამხედრო ძალებმა იზიუმის სამხრეთით რამდენიმე წარუმატებელი თავდასხმა განახორციელეს.
- გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ძალები აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში 4 მაისს შეიჭრნენ.
- უკრაინის ქვედანაყოფების წარმატებული კონტრშეტევების შედეგად, ოკუპანტები ხარკოვის აღმოსავლეთით 40 კილომეტრის მოშორებით განლაგდნენ.
- რუსეთის სამხედრო ძალებმა ზაპოროჟიეს ოლქში შეზღუდული სახმელეთო შეტევები განახორციელეს ოდესის მახლობლად და დნესტრისპირეთში მზარდი დაძაბულობის ფონზე სადაზვერვო ოპერაციები გააძლიერეს.
კომენტარები