საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“მცირე განახლება მარიუპოლიდან:
“აზოვსტალში” მყოფმა უკრაინულმა სამხედრო ნაწილებმა კონტრშეტევაზე გადასვლა შეძლეს. ქარხნის ზედა ტერიტორიაზე მყოფი რუსები ნანგრევებსა და ლაბირინთებში ჩარჩნენ და მათი განეიტრალება მოხდა. უკრაინულმა ნაწილებმა აზოსვატლის ბუნკერების შესასვლელი დაიბრუნეს.
ამასთან, რუსების მხრიდან შეტევის მეორე ფაზის დაწყებიდან მოყოლებული მარიუპოლში რუსებმა 1000 სამხედრომდე დაკარგეს.
უკან დახევის შემდეგ რუსები კვლავ აგრძელებენ აზოვსტალზე საარტილერიო იერიშს.
ქარხნის ტერიტორიას იცავს: აზოვი, საზღვაო ქვეითები, ადგილობრივი პოლიცია, მცირე რაოდენობით სპეციალური დანიშნულების რაზმი და ტერიტორიული დაცვა.”
კომენტარები