რუსეთმა მოლდოვაში შეჭრის მკაფიო გეგმა შეიმუშავა, – ინფორმაციას ამაზე უკრაინული მედია ქვეყნის კონტრდაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორ ტექსტში ვკითხულობთ, შეჭრის სავარაუდო თარიღი შესაძლოა იყოს 9 მაისი ან უახლოესი დღეები, ხოლო შეჭრის მიზეზი კი რუსეთის მიერ დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობის აღიარებაა.
ასევე სტატიაში აღნიშნულია, რომ რუსული ჯარების სავარაუდო წარმატება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით „მეორე ფრონტამდე“ მიგვიყვანს.
გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის კონტრდაზვერვის თანამშრომლები აცხადებენ, რომ რუსეთი გეგმავს საჰაერო სადესანტო დაშვებას დნესტრისპირეთში ილ-76 თვითმფრინავებით და ვერტმფრენებით. პარალელურად, ოკუპირებული ყირიმიდან თვითმფრინავები და ვერტმფრენები გაფრინდებიან.
“დამპყრობლებმა შეიძლება სცადონ ჯარების გადმოსხმა ოდესის ოლქის ბელგოროდ-დნესტროვსკის და სარაცკის რაიონებში, შემდეგ კი დნესტრისპირეთში შეღწევა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.
კომენტარები