საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძმა, გიორგი სააკაშვილი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს შემდეგნაირად მიმართავს:
“სირცხვილია, როცა მმართველი პარტიის უფროსი მსგავს განცხადებებს აკეთებს, რომ თურმე, საქართველოს 10 წელი ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანი მართავდა, ეს არის სირცხვილი, ვინაიდან, შენც – ირაკლი, საქართველოს შვილი ხარ და უნდა გრცხვენოდეს, არ შეიძლება პრეზიდენტზე ასეთი ტონით საუბრობდე.
როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა, მათი მთავარი მიზანია, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გადარჩეს.
“როგორც ვიცით, მიშას მდგომარეობა დღითიდღე რთულდება, უბრალოდ, იმის ფიქრიც არ მინდა, რომ კიდევ შეიძლება უფრო დამძიმდეს და ფატალური შედეგით დასრულდეს. ხედავთ, რომ აქციისთვის დაუგეგმავად შევიკრიბეთ, თან, ცუდი ამინდია, რიგითი მოქალაქეები მოდიან, ყველას მადლობას ვუხდი, დარწმუნებული ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი გზაშია და ჩვენ ხმას უერთდება. მთავრობას გავაგონოთ, კმარა, საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევა, კმარა ყოფილ პრეზიდენტზე ასე ქილიკი და აბუჩად აგდება. ეს არის მხოლოდ დასაწყისი, რომ ჩვენ დავიწყოთ ბრძოლა, საუბარია გადაყვანაზე, რომ გადავარჩინოთ ადამიანი.
კომენტარები