ყველაზე რთული ყოფილა, როდესაც ცხედარიც არ არის. ახლა იერუსალიმში ვიყავი და ცოცხლებშიც და მიცვალებულებშიც მოვიხსენიე, – ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა წევრმა, ხათუნა ხოფერიამ„იმედი LIVE“-ში თავის ძმაზე, ბახვა ჩიქობავაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც უკრაინაში ბრძოლის დროს დაიღუპა.
„ჩვენ პრაქტიკულად არ ვიცით, რა ვითარებაში გარდაიცვალა. მისმა მეგობარმა თქვა, რომ ბრძოლაში დაიღუპაო. ის გადაეფარა ახალგაზრდა ჯარისკაცებს, ოღონდ ეს მეგობარიც ყვებოდა სხვა ჯარისკაცის მონაყოლს. ამის შემდეგ ჩვენ რა თქმა უნდა რაღაც კონტაქტებზე გავედით. ჩვენ გვქონდა კონტაქტი უკრაინის გენშტაბთან. მაღალი თანამდებობის პირებს ვესაუბრე, რომ გამეგო ზუსტი თარიღი და ადგილი, სად გარდაიცვალა ჩემი ძმა. იქ მითხრეს საერთოდ სხვა რამ, რომ ის დაიღუპა გმირულად, გადადიოდა შტურმზე და ამ დროს აფეთქდა ნაღმზე“, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.
კომენტარები