ცხოველთა უფლებადამცველი, ტასო ლოსაბერიძე:
“ამ ფოტოზე ვიღაცა ხორცის ნაჭერს ხედავს, ვიღაცისთვის სასაცილოა როგორ შეიძლება ამაზე ხმის ამოღება, ეს ხო საჭმელია და ამის დედაც თუ მოკვდება…ჩემთვის კი ამ ფოტოზე პატარა, უმწეო, გადასარჩენი არსებაა, რომელსაც იმის ძალაც კი არ ქონდა რომ ამ წყლიდან ამოსულიყო.
გუშინ პოსტი რომ დავდე მის დასახმარებლად, ზუსტად ვიცოდ რაც მოყვებოდა, სიცილ კისკისი და ღლიცინი, ხოდა ამიხდა. უბრალოდ გული
მწყდება რო ვიღაცისთვის ამ სრულიად უდანაშაულო არსების, რომელიც ჩვენს საჭმელად ნამდვილად არ დაბადებულა, გასაჭირი ვიღაცისთვის სასაცილოა. რატომ?
მის გადასარჩენად შუა ღამეს მე და Kapanadze Ettuna გავედით თბილისიდან. ხო, ვიღაცას ამაზეც გაეცინება, მაგრამ მე ღამე ვერ დავიძინებდი რომ
არ მეცადა მაინც მისი გადარჩენა.
სანამ ჩავიდოდით თბილისიდან ჩვენ, ოზურგეთიდან ქრისტი ქრისტი მივიდა და დანიელ ჯანაშია იქ დახვდა.
სამწუხაროდ გოჭი ვეღარ ვიპოვეთ, სავარაუდოდ ვიღაცამ წაიყვანა და დაკლა, ფეხებ დამტვრეულ გოჭს სენაკში სამწუხაროდ ყველა ისე უყურებს, როგორც ხორცის ნაჭერს, არავინ იზრუნებდა მასზე.
ქრისტიმ და დანიელმა გადაატრიალეს მთელი სენაკი მაგრამ კვალი არსად იყო.
იქვე კაცები დატრიალებდნენ და ალბათ როგორც კი მარტო დაიგულეს, ეგრევე “მიხედეს”..
ვერ მივუსწარით, მოკლეს, იმიტომ რომ გოჭია – ძაღლი რომ ყოფილიყო 2 საათი ვინმე შეიფარებდა მაინც, სანამ მივიდოდით.
ვინც სერიოზულად და ჯანსაღად მიიღეთ, გვერდში დამიდექით და დახარება სცადეთ, ყველას მადლობა. ასევე ჯგუფ ვეგანიზმი რომლებმაც ძალიან დამეხმარეს რომ გოჭი გადაგვერჩინა. თუმცა..
გული მწყდება იმაზე რა საზოგადოებაშიც მიწევს ცხოვრება..მადლობა ღმერთს რო ჩემს გარშემო ყველა ნორმალურია და გოჭის გადასარჩენად წასულს არავინ დამცინა. დედაჩემი 10 წუთში ერთხელ მირეკავდა და ელოდებოდა გაფაციცებით
მოკლეს, იმიტომ რომ გოჭია – ძაღლი რომ ყოფილიყო 2 საათი ვინმე შეიფარებდა მაინც, სანამ მივიდოდით.”
კომენტარები