AMBEBI.GE-თან გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების სამმართველოს უფროსი, სვეტლანა ნიორაძე მოსალოდნელ ამინდზე საუბრობს და ამბობს:
– გუშინდელ, დღევანდელ და ხვალინდელ ამინდზე ჩვენ გაფრთხილებაც გავავრცელეთ… ამინდის გაუარესებას, ძლიერ წვიმას ველოდებოდით, ხვალ დღევანდელზე უარესს ამინდს ველოდებით, დღეს ცოტა გამოიდარა დასავლეთ საქართველოში. ხვალ ისევ დასავლეთიდან იწყება ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება. ტემპერატურა ისევ დაიკლებს დასავლეთ საქართველოში, აღმოსავლეთ საქართველოშიც წვიმა იქნება, ზოგგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება. შედარებით გამოიდარებს – 8, 9 და 10 მაისს. უნალექო დარი და ძალიან მაღალი ტემერატურები არ იქნება, მაგრამ მაინც.
11 მაისს ისევ ამინდის გაუარესებას ველოდებით. მაისის თვის პროგნოზს თუ გავითვალისწინებთ, ცოტა ნორმაზე მაღალი გამოვიდა ტემპერატურა. თუმცა ასეთი ამინდები, სავარაუდოდ, თვის მეორე ნახევარში იქნება.
წელს მარტის თვე იყო განსაკუთრებული. ბოლოს მარტში თოვლიანი და ცივი ამინდი საქართველოში 1881 წელს დაფიქსირდა, რაც მხოლოდ 6 დღე გაგრძელდა. ასეთი ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე თოვლი და ცივი ამინდი რომ ყოფილიყო, არასდროს ყოფილა… განსაკუთრებულად უჩვეულო თბილისისთვის იყო, დიდი პერიოდი გარძელდა თოვლიანი დღეები. 13-14 დღე იყო თოვლიანი… ასეთი რაც დაკვირვება არსებობს თბილისში და ზოგადად საქართველოში, ჯერ არ დაფიქსირებულა. რაოდენობრივად ნალექი ხუთჯერ მეტი მოვიდა კლიმატურ ნორმასთან შედარებით. სიცივით იმდენად არ ციოდა, მარტში უფრო დაბალი ტემპერატურებიც ყოფილა.
ჯერჯერობით ზაფხულის შესახებ ვერაფერს გეტყვით, ზოგჯერ მომდევნო დღის ამინდის პროგნოზიც ბოლომდე ვერ ამართლებს და არ ვიცი, გველის თუ არა უჩვეულოდ ცხელი ზაფხული.
კომენტარები