დეპუტატი, თამარ კორძაია, “მთავარი არხის” ეთერში, ამბობს:
მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სიცოცხლეს რისკავს ამ ხელისუფლების გასაშიშვლებლად. როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა დაანახოს მთელ სამყაროს რამდენად სასტიკია ქართული ოცნება – ის ამას აკეთებს ყველა მიმართულებით. აჩვენა, რომ სასამართლო ვერ ბედავს დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღებას.
ვერ ბედავენ მის პირადად ნახვას, რადგან იციან, შესაძლოა ისეთი სურათი დახვდეთ, რომ ვერ გაუძლებენ ქართული ოცნების წნეხს. მე ვთხოვე ბატონ დავით სერგეენკოს, ბატონმა ხუნდაძემ განაცხადა უარი ასევე მის ნახვაზე – აი, ამ პასუხებით, აშიშვლებს მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურ პროცესს და აჩვენებს, რომ არ არსებობს ადამიანი, რომელიც გაბედავს და დაუპირისპირდება ბიძინა ივანიშვილს, რომლის პირადი ტყვეა. საკუთარი სიცოცხლის ფასად აჩვენებს, რომ ამ ქვეყანას ხელისუფლება არ ჰყავს და მართავს ერთი ოლიგარქი. ვერც ბედავენ აი, ამ პრობლემას, თავად ჩახედონ თვალებში.
ირაკლი კობახიძის აგრესიულ განცხადებებზე კომენტარს არ გავაკეთებ, ის ცდილობს დააკნინოს, დაცინოს ადამიანს, რაც მას არ ეპატიება, მაგრამ დავაკვირდეთ მის განცხადებებს, ის არ უარჰყოფს რომ სააკაშვილი ცუდად არის, უბრალოდ ის, ხარისხს ცუდად ყოფნის უგულებელჰყოფს. ასე იყო ზუსტად მაშინ, როცა მე–18 დაწესებულებიდან გორის ჰოსპიტალში ვითხოვდით გადაყვანას და ყველაზე კრიტიკულ მომენტში, მიხეილ სააკაშვილს როცა გული წაუვიდა და სიცოცხლე დადგა რისკის ქვეშ, მაშინ გამოიბერტყეს ყურები და შევიდნენ. ვფიქრობ, ახლაც ასეთ კრიტიკულ ზღვარს ელოდებიან, მაგრამ განსხვავება არის არსებითი, მაშინ ის იყო შიმშილობის შედეგად გამოწვეული, ახლა უკვე უმძიმესი, უსაშიშროესი დაავადების შედეგად, შეიძლება ვერ მიუსწრონ. მოვიდნენ გონს.
ირაკლი კობახიძისგან ველოდები აგდებულ კომენტარს, რომ უკაცრავად, ვერ დაესწრება პატიმარი კონფერენციას. მაგრამ ერთი რამ იცოდეს, ეს მოწვევა ნიშნავს, რომ მთელმა ევროპამ აღიარა, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი. მეორე – შეძლებს, თუ არა, ჩასვლას, ეს მიწვევა ნიშნავს იმას, რომ მას ამ კონფერენციაზე დაეთმობა დრო და მის ტექსტს გააჟღერებს მისგან დელეგირებული პირი და ეს არის უმნიშვნელოვანესი მესიჯი ევროპელებისგან. ისინი დღეს ეუბნებიან ხელისუფლებას, რომ სააკაშვილი არის პოლიტიკური პატიმარი და დღევანდელი ხელისუფლება პასუხს აგებს.
კომენტარები