ქართველი ტრანსგენდერი ქალები განცხადებას ავრცელებენ და საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ. ტრანსსექსუალი ქალების განცხადებით, მათ მძიმე პირობებში უწევთ ღამე მუშაობა და შეშის ფული არ აქვთ. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
“ძ ვ ი რ ფ ა ს ე ბ ო,
ქვიარებო და მხარდამჭერებო,
გვჭირდება თქვენი დახმარება. ჩვენი ტრანსი დები მუშაობენ უკიდურეს ყინვაში, ღამით, ქუჩაში. ყოველ ღამე საათობით უწევთ ყოფნა ამ სიცივეში გარეთ.
Bart Nikolo -მ იყიდა ამას წინად თავისი სახსრებით შეშა და გოგოები ანთებდნენ პატარა ცეცხლს პლეშკაზე, თუმცა დამთავრდა მარაგი და ძალიან გვჭირდება ფულის შეგროვება, რომ ვიყიდოთ კიდევ.
ძალიან გთხოვთ, ვისაც რამდენი შეგიძლიათ, 3-5 ან მეტი ლარი, იქნებ ჩარიცხოთ.
თქვენი სოლიდარობის იმედი გვაქვს.
მიმღები: ნიკოლო ღვინიაშვილი
ა/ნ: GE67TB7937145063600042 ,” – წერია განცხადებაში.
P.S. არ დაიზაროთ პოსტის გაზიარება.
კომენტარები