საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების მკვლევარი, რუსლან შავაძე:
“დიდი შვიდიანის (G7)ლიდერების ონლაინ სამიტი გაიმართა. განხილვის თემა უკრაინა მხარდაჭერის მეთოდები და რუსეთზე ზეწოლის ახალი გზები იყო…
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ვლადიმერ ზელენსკიმაც. სამიტის დასრულების შემდგომ G7-ის ლიდერების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა:
დიდი შვიდეულის ქვეყნები გააგრძელებენ უკრაინის სამხედრო დახმარების გაწევას და დაეხმარებიან მას ინფორმაციული უსაფრთხოების და სადაზვერვო საკითხებში.
უახლოეს მომავალში გაიზრდება მოკლევადიანი ფინანსური მხარდაჭერა.
დიდი შვიდეულის ლიდერებმა დაგმეს “რუსეთის მცდელობა, ჩაანაცვლოს დემოკრატიულად არჩეული უკრაინის ადგილობრივი მთავრობები არალეგიტიმური ავტორიტარული მარიონეტული მთავრობით” ასევე რუსეთის ქმედებებს უწოდეს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა.
განცხადების ცალკე პუნქტში ხაზგასმულია, რომ უკრაინის ომი საფრთხეს უქმნის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას.
დასასრულს, G7-ის ლიდერებმა მკაფიოდ აღნიშნეს რომ არ დაიშურებენ ძალისხმევას ამ ომში “რუსეთის გამარჯვების აღკვეთისათვის”.
ოფიცალურად დიდი შვიდიანის G7 ქვეყნებმა ხაზის გაუსვეს ერთმნიშვნელოვნად, ძირთად მოცემულობას:
პუტინის რეჟიმი = ჰიტლერი
ცივილიზებული სამყარო უკრაინის გვერდით დგას, დიდი შვიდიანის შეხვედრაშიც მკაფიოდ დადასტურდა დემოკრატია თავიაუფალი სამყაროს მთავარი საყრდენი იქნება ავტორიტარულ რეჟებთან ბრძოლაში, რომელსაც ხაზი გაუსვა ჯ. ბაიდენმა პოლენთში ვიზიტის დროს (უკრაინის მხარდასაჭერად) დემოკრატია იმარივენს ავტორიტარიზმზე ეს იქნება ახალი გეოპოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი მამამოძრავებელი იდეა!
უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს!
ვისაც პუტინთან რაიმე სახის თანამშრონლობა ექნება გაიზიარებს პუტინის ბედს…”
207
24 კომენტარი
36 გაზიარება
მომწონს
გაზიარება
კომენტარები