ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი “მთავარი არხთან” მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ სახალხო დამცველის დასკვნაზე საუბრობს და ამბობს:
“ცუდი ამბები გვესმის ექიმებისგან. შემაშფოთებელია ინფორმაცია, რომელიც სახალხო დამცველისგან მოდის მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. მთავრობამ უნდა შეასრულოს ექიმების რეკომენდაციები, უნდა დაუჯეროს ექიმებს და შეწყვიტოს ამ საკითხის მიმართ პოლიტიკური დამოკიდებულება. მნიშვნელოვანია, რომ ეს საკითხი გადაწყდეს არამხოლოდ სააკაშვილის ნაწილში, არამედ საქართველოს მომავლის თვალსაზრისით. საქართველომ განაცხადი გააკეთა ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე და ყველა ის შეცდომა, რომელსაც დაუშვებს მთავრობა, გათვალისწინებული იქნება ევროპის მხრიდან, გადაწყვეტილების მიღების დროს.”
ევროპარლამენტარი გამოეხმაურა ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაზე მესამე პრეზიდენტის მიწვევას და აღნიშნა, რომ ეს აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა და რომ EPP ყველა მის წევრსა და ყოფილ ლიდერს იწვევს ყრილობაზე და საქართველოს ხელისუფლებამ ეს უნდა გაითვალისწინოს.
კომენტარები