“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
“ამერიკა” როგორც კმაყოფილების შეძახილი, ამერიკული მანქანები, ამერიკული მუსიკა, ამერიკული ლიტერატურა… ეს ყველაფერი დაბადებიდან მახსოვს, დაბადებიდან ვიცოდი რომ სამყარო შავთეთრია, სწორი და არასწორი არსებობს და სადღაც არის თავისუფალი, სწორი ქვეყანა.
მაგრამ პირადი სიმწარე 1978-1979 წელს მივიღე.
თსუ-ს კინოდარბაზში ვიწრო წრისთვის დისნეის ფილმებს აჩვენებდნენ და მამაჩემმა წამიყვანა.
მახსოვს ერთი საათი, რომელიც 5 წამში გავიდა.
მიკიმაუსის, დონალდ დაკის საოცარი, ჭრელი სამყარო.
ისიც მახსოვს რომ დამთავრდა რამხელა უსამართლობის გრძნობამ შემიპყრო.
3-4 წლის ვიქნებოდი და გაგიჟებული ვიდექი თსუ-ს კინოდარბაზში რომელიც უზარმაზარი მეგონა!
ვიცოდი რომ რაღაც დამთავრდა, რასაც იოლად ვეღარ ვნახავ…
მერე მახსოვს ადრეული თინეიჯერობა და ბაბინებიანი ვიდეომაგნიტოფონი, სადაც მამაჩემმა ჩაწერილი მულტფილმები მანახა (გადავირიე ინფორმაციის შენახვის ამ ფორმაზე)
ჩემთვის, თავისუფლება ინფორმაციის ხელმისაწვდომობას უკავშირდება მაინც…
მიკიმაუსი ამიტომ მიყვარს – საბჭოთა ბავშვობის ტრავმაა!”
კომენტარები