უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის კითხვარის დარჩენილ, მეორე ნაწილზე მუშაობა დაასრულა. ამის შესახებ ინფორმაცია ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაავრცელა.
“ვიდეოზარის საშუალებით ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლეიენს ვესაუბრე. მას უკრაინის მიერ ევროკავშირის კითხვარის შევსებული მეორე ნაწილი წარვუდგინე, რამაც უნდა განსაზღვროს უკრაინის ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატობის სტატუსი. მადლობას გიხდით, რომ ჩვენთვის ამ მნიშვნელოვან გზაზე უკრაინის მიმართ მხარდაჭერას მკაფიოდ აფიქსირებთ”. – წერს ზელენსკი.
ურსულა ფონ დერ ლეიენის თქმით, ისინი მოუთმენლად ელოდებიან უკრაინის პასუხების მიღებას. მისივე განცხადებით, ევროკომისია ქვეყნისათვის კანდიდატი სტატუსის მინიჭების შესახებ შეფასების ანგარიშს ივნისში მოამზადებს.
უკრაინამ ევროკავშირის კითხვარის პირველი ნაწილის შევსება 17 აპრილს დაასრულა.
კომენტარები