Institute for the Study of War-ის ბოლო ანგარიშის მიხედვით, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსეთის სამხედრო ძალები მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან.
ამასთან ერთად, აშშ-ს მაღალჩინოსნების ინფორმაციით, რუსეთის ქვედანაყოფების მხრიდან სამხედრო მობილიზაცია არ შეინიშნება. ანგარიშის მიხედვით, ვაგნერის ჯგუფის წევრებმა რუსეთის ძალისხმევის გასაძლიერებლად “სასწრაფოდ“ მოითხოვეს ასობით ათასი დამატებითი ჯარისკაცი. უკრაინის მაღალჩინოსნის მტკიცებით, რუსეთს ამჟამად უკრაინაში 97 ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფი (BTG) ჰყავს. ამასთან ერთად, ვაგნერის ჯგუფის BARS-7 რაზმის სამხედრო ტყვეს ცნობით, “ფარული მობილიზაცია” მიმდინარეობს, რათა წვევამდელები თვითგამოცხადებულ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში საბრძოლოდ გაგზავნონ.
რუსეთის ქვედანაყოფები უკრაინაში არაერთ პრობლემას აწყდებიან. აშშ-ს თავდაცვის მაღალჩინოსნის მტკიცებით, რუსეთის ჯარები დონბასში უმაღლესი გენერლების ბრძანებებს არ ემორჩილებიან. ზაპოროჟიას რაიონში განლაგებული რუსეთისა სამხედრო ძალები მორალურ და ფსიქოლოგიურ პრობლემებს განიცდიან. ამასთან ერთად, რეგიონში ოპერაციების არაეფექტურობას უჩივიან, ხშირად ბოროტად იყენებენ ალკოჰოლს და ესვრიან საკუთარ მანქანებს, რათა თავიდან აიცილონ ფრონტის ხაზზე გასვლა. ეს შეესაბამება უკრაინის გენერალური შტაბის მოხსენებებს, რომ რუსეთის დანაკარგების მოცულობა რუსეთის ქვედანაყოფების მზადყოფნაზე აისახება.
რუსეთის ხელისუფლება, სავარაუდოდ, “სახალხო რესპუბლიკების“ შექმნის ნაცვლად, ოკუპირებული რეგიონების პირდაპირ რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციას ცდილობს. ხერსონის ოკუპაციის სამხედრო სამოქალაქო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილემ, კირილ სტრემუსოვმა 9 მაისს განაცხადა, რომ ხერსონის რეგიონი რუსეთის შემადგენლობაში შესვლას აპირებს რეფერენდუმის ჩატარებისა და დამოუკიდებელი რესპუბლიკის შესაქმნის ნაცვლად. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა, ალექსანდრე მოტუზიანიკმა აღნიშნა, რომ რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლება დაზვერვის ზომებს აძლიერებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს ზრდის, რათა ამ რეგიონების უშუალოდ რუსეთში ინტეგრაციისთვის მოემზადონ. მოტუზიანიკმა აღნიშნა, რომ რუსეთისა და ყირიმის ჯგუფები ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთში ინტეგრაციის სურვილის გასაძლიერებლად ჩადიან.
- რუსეთის სამხედრო ძალებმა იზიუმის სამხრეთ-აღმოსავლეთით ან სამხრეთ-დასავლეთით მნიშვნელოვან ტერიტორიულ წინსვლას ვერ მიაღწიეს.
- ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუაპანტებმა სევეროდონეცკის მიდამოებში მცირე ტერიტორიულ წინსვლას მიაღწიეს.
- რუსეთის სამხედრო ძალებმა ბელგოროდის ოლქში ახალწვეულების რეკრუტირება განაგრძეს, რათა ხარკოვის ირგვლივ უკრაინა-რუსეთის საზღვრამდე უკრაინის კონტრშეტევები შეზღუდონ.
- კრემლი ძალების მობილიზაციას, მძიმე გამოწვევების წინაშე გამკლავებას ცდილობს.
- რუსეთის ხელისუფლება, სავარაუდოდ, ოკუპირებული რეგიონების პირდაპირ რუსეთის ფედერაციაში ინტეგრაციას ცდილობს, “სახალხო რესპუბლიკების“ შექმნის ნაცვლად.
კომენტარები