გიგა ბოკერიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში მეუფე შიოზე ისაუბრა და თქვა რომ ის პუტინის წარმომადგენელია, რომ დიდი შეცდომაა, როდესაც სააკაშვილის ოჯახი და პოლიტიკური გუნდი მეუფე შიოს სთხოვს სააკაშვილის განთავისუფლებას. ეს იგივეა, რომ პუტინს ვთხოვოთ თავისი პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება.
“ამ პოლიტიკურ გუნდში ეს იყო დისკუსიის ნაწილი. ოჯახიდანაც შეცდომაა, თუ იძახი, რომ ეს არის პუტინის პატიმარი. სხვათა შორის, მე ამ ტერმინოლოგიას არ ვხმარობ. მე ვთვლი, რომ ეს არის პუტინისტური რეჟიმი და მისი პოლიტიკური პატიმარი. მაგრამ, მით უმეტეს, თუ ამ ტერმინოლოგიას ხმარობ ხო, მის წარმომადგენელს – რა ჰქვია შიო. მათ წარმომადგენლებს უნდა ვთხოვოთ? ეს ხომ აზრის მოკლებულია – იგივეა რომ პუტინს ვთხოვოთ, რომ გამოუშვი შენი პატიმარი“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.
კომენტარები