საქართველოს ფოსტამ უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნა ისევ ფასიანი გახადა. ტვირთის გაგზავნის საფასური 115 ლარია. ინფორმაცია ტაბულას საქართველოს ფოსტაში დაუდასტურეს.
კითხვაზე, თუ რატომ გახდა უკრაინაში ტვირთის გაგზავნა ისევ ფასიანი, საქართველოს ფოსტაში ამბობენ, რომ ტვირთის უფასოდ გაგზავნა აქცია იყო, რომელიც დასრულდა. აქციის დასრულების მიზეზი ოპერატორისთვის უცნობია.
“საქართველოს ფოსტაში შემოტანილი გზავნილი უკრაინის მიმარტულებით იგზავნებოდა უფასოდ, ეს აქცია დასრულებულია”. – ამბობენ ფოსტაში.
თუმცა, მათივე ცნობით, თუ ჰუმანიტარული დახმარება რომელიმე ორგანიზაციას გადაეცემა, ტვირთის გაგზავნა საქართველოს ფოსტის მეშვეობით უფასოა, – “საქართველოს ფოსტიდან გაგზავნის შემთხვევაში არის ფასიანი, ხოლო საქართველოს ფოსტის საშუალებით გაგზავნილი სხვადასხვა ორგანიზაციებიდან, ან სხვადასხვა პუნქტებიდან, სადაც ტვირთი გროვდება, ამის ტრანსპორტირებას ახდენს საქართველოს ფოსტა უფასოდ”.
საქართველოს ფოსტამ უკრაინის მიმართულებით ჰუმანიტარული ტვირთების უფასოდ გაგზავნა 28 თებერვალს დაიწყო.
კომენტარები