„სიცრუის დეტექტორის“ წამყვანს, გიორგი გასვიანს სტუმარმა, ექსტრასენსმა ცირა კუპრაშვილმა ეთერში გაუმხილა მალე მეორე შვილი ეყოლება.
“შენ გელოდება მეორე შვილი მალე”.
გიორგი გასვიანმა კი ამაზე თქვა, რომ მანამდე, ექსტრასენსის თითოეული წინასწარმეტყველება აუხდა.
„ჩემთვის ბევრჯერ მოგიწერიათ სოციალურ ქსელში რაღაცები, რაც ახდა. ახალი სეზონი რომ დაიწყო მითხარით, რომ დიდ სიახლეს ელოდე, მერე იყო უცებ „სიცრუის დეტექტორი“, ნოე სულაბერიძემ დამირეკა. რაღაცებს მწერს ხოლმე ცირა და 100%-ით ხდება, შეიძლება ზუსტად არც მითხრას, მაგრამ პერიოდულად ბიძგს მაძლევს, მეუბნება, ახლა დაელოდე, რაღაც კარგი იქნება, ეს ძალიან სასიამოვნო მოსასმენია“, – განაცხადა გასვიანმა.
გიორგი გასვიანს და მის მეუღლეს, მარიტა მელიქიშვილს პატარა გალა რამდენიმე თვის წინ ეყოლათ.
კომენტარები