ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა “ვეფხი და მოყმის“ ძეგლის მიმდებარედ, მდინარე მტკვარში ჩავარდნილი ძაღლი გადაარჩინეს
ადგილზე მისულ მაშველებს მეტისი შედარებით წყალმარჩხ ნაპირზე დახვდათ. როგორც ჩანს, მან ადიდებული მდინარისგან თავის დაღწევა და შედარებით მშვიდ ნაპირზე გამოსვლა შეძლო. თუმცა, ჩქარი დინების პირობებში, საფრთხე კვლავ დიდი იყო. მაშველები თოკებით დაეშვნენ და ძაღლი ამოიყვანეს.
სააგენტოს განსაცდელში მყოფი ცხოველის შესახებ თვითმხილველმა აცნობა, რომელიც ადგილზე მისულ ეკიპაჟს სამაშველო ოპერაციის ჩატარებაშიც დაეხმარა.
სტერილიზაციის მიზნით, მეტისი სააგენტოს თანამშრომლებმა თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც ის გამოკვებეს და ვეტერინარული შემოწმება გაატარეს.
კომენტარები