ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი ბუკა პეტრიაშვილი:
“აბა დილა მშვიდობისა ჩემო მეგობრებო! გუშინაც მთელი დღე იბომბებოდა აზოვსტალი, დაიღუპნენ ჩვენი გმირი მებრძოლები და დაჭრილები და მაინც:
ლეგენდარული მარიუპოლი სასწაულებრივად გმირულად დგას!
მებრძოლების მეუღლეები რომის პაპს შეხვდნენ, საზღვაო ქვეითების მეთაურმა ილონ მასკს მიმართა, უკრაინის მთავრობამ დაჭრილების დატყვევებულ ორკებში გაცვლა შესთავაზა ურდოს! მარიუპოლი იყო, არის და იქნება უკრაინა!
ხარკოვის მიმართულებით ყოველ დღე კარგი ამბებია! ახალ ახალ დასახლებულ პუნქტებს ათავისუფლებენ ჩვენები ურდოსებისგან! დაბომბვებს მაინც აქვს ჯერ ადგილი, მაგრამ ხარკოვში ხალხი ბრუნდება!
უკრაინამ აღიდგინა საზღვრის 1200 კილომეტრიან პერიმეტრზე კონტროლი, აქედან 900 კმ რუსეთთან საზღვრის მონაკვეთია!
1 ვერტმფრენი კა -52, 6 ტანკი, 15 ჯავშანმანქანა და 250 ორკი გაუყვა გუშინ #რუსკივაენიკარაბლიდინახუი ს გზას! ერთი ათასად!
6 რუს სამხედროს, რომლებიც ტყვედ მარტში აიყვანეს, უკვე მიუსაჯეს 8-15 წლამდე სასჯელები ჩადენილი დანაშაულებისთვის! არავის აცდება! პუტინს პირადად მოეკითხება!
ჩვენები წარმატებით იგერიებენ ურდოს შემოტევებს! მძიმე ბრძოლებია, მაგრამ მაგრად დგანან ჩვენი ბიჭები!
ამერიკული ჰაუბიცები უკვე ჩაერთო საქმეში! წამოვიდა პირველი შედეგებიც და კადრებიც!
ხერსონის რუსეთთან მიერთება მომინდომეს მოღალატეებმა, მაგრამ ჰოი საოცრებავ! ულვაშა პესკოვმა, ჯერ მყარი სამართლერივი საფუძველი უნდა შეიქმნას, ანუ ასეო, ისეო, მაგრამ ვერაო! რას შეიერთებთ, მალე ხერსონი თავისუფალი იქნება! აგერ ჩვენ და აგერ ამერიკა
პრეზიდენტი ზელენსკის 2 მთავარი გზავნილი გუშინ:
1. ომი არ დასრულდება, ვიდრე მთელს უკრაიანს არ გავათავისუფლებთ;
2. არის რეალური პროგრესი უსაფრთხოების კონკრეტული გარანტიების მიღებაზე მოლაპარაკებების მიმართულებით.
უკრაინას აღსადგენად დაჭირდება 500-600 მილიარდი ევრო და ევროკომისია მზად არის ამ თანხის მნიშვნელოვანი ნაწილის გამოსაყოფად!
ასევე ევროკომისია გეგმავს მომავალ კვირას გამოაქვეყნოს ენერგეტიკული სტრატეგიის დოკუმენტის პროექტი, რომლის თანახმად ევროკომისია დახარჯავს 198 მილიარდ ევროს რუსული ენერგომატარებლებისგან სრული დამოუკიდებლობის მისაღწევად! ჰალელუია!
შვედეთმა და ფინეთმა ოფიციალურად მიიღეს ბორის ჯონსონის ხელმოწერით უსაფრთხოების გარანტიები, ვიდრე გახდებიან ნატოს წევრები! ფაქტიურად დღეები, შეიძლება ითქვას საათები რჩება ისტორიული გადაწყვეტილებების მიღება/გამოცხადებამდე.
ფინეთის პრეზიდენტმა რუსებს ურჩია სარკეში ჩაიხედონ! ვიყავით ჩვენთვის წყნარად ნეიტრალურები, მაგრამ არ მოგასვენათ გამჩენმა – ჯერ იყო და თქვენ გადაწყვიტეთ ჩვენს მაგივრად, რომ ნატო–ში ვერასდროს შევიდოდით და მერე დაიწყეთ სრულმასშტაბიანი ომი უკრაინაში. ასე რომ ჩვენი ნატო ში გაწევრება დიდწილად თქვენი “დამსახურებააო. ასე შეუთვალა ფინეთის პრეზიდენტმა პუტინს და რუსებს (ისე ნეტა ფინურად როგორ ჟღერს, არ მოგასვენათ გამჩენმაო…
პუტინმა სოჭის ღამის ჰოკეის მატჩი გამოტოვა! გენშტაბის უფროს გერასიმოვს დედა აღარ ჰყავს, 1-ლი სატანკო არმიის ხელმძღვანელ გენერალს აღარც დედა ჰყავს, აღარც მამა და საერთოდ “მოსაკითხის” მიმტანიც აღარავინ ეყოლება მალე. კიდევ ბევრი გენერლის ხრიალის ხმა ისმის ურდოს გენშტაბიდან!
უკრაინა იმარჯვებს!
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!
დიდება ერს!
სიკვდილი მტერს!”
კომენტარები