ანი ქავთარაძე:
“არც კი ვიცი, საიდან უნდა დავიწყო, მაგრამ დასაწყისშივე უნდა ვთქვა ალბათ, რომ საქართველოს ფოსტა / Georgian Post მ, რომელმაც გულზე მჯიღის ცემით “ტონობით ტვირთი გაგზავნა” მოძმე ერის დასახმარებლად, Enterprise Georgia და @საქართელოს მთავრობასთან (ამათ დაბლოკილი ვყავარ, კი იცით) ერთად. უკრაინაში გზავნილი ფასიანი გახადა და არ იკითხავთ რა ღირს 1 კგ. დახმარების გაგზავნა?!
115 ლარი
არ მოგესმათ! ასთხუთმეტი ლარი!!!!
მაშინ როცა სხვა ქვეყნების ტარიფები 1,5-5 ევროა!
ჰო და ჯერ ხომ ეგ ტვირთები სულ ხალხის და ბიზნესის ნაგროვები იყო, სულ თავად დაიწერეთ, მერე გზის საფასურიც ხომ ხალხის ბიუჯეტიდან იყო გადახდილი!!!
ახლა ისე მოაქციეთ საქმე, თავად არაფერს უკეთებთ და ხალხსაც ხელ-ფეხს უკოჭავთ. გაუბედურებულ ნათესავს, მეგობარს, ახლობელს წნევის წამალი და ტანსაცმელი გაუგზავნოს შვილებისთვის!!!
ეს არამხოლოდ ტარიფის დადება და ფულის კეთების გზაა, ყველაზე საშინელ დროს, არამედ ღალატი!!! როცა სახელმწიფო ყველანაირად ცდილობს ხელი შეუშალოს ჰუმანიტარულ გზავნილებს მოძმე ერთან!!!
ზუსტად ვიცი, არავის შეგრჩებათ ეს ყველაფერი და თუ კანონით არა, განგებით მოგეკითხებათ!
მე კი, გულითადად გისურვებთ, თქვენ დაგჭირდეთ ის ნეფროლოგიური და უროლოგიური სტენტები/სტომები, ის ექოს ჟელეები, რომლებიც დღეს უნდა გაგვეგზავნა კიევის კლინიკაში და ვერ გავგზავნეთ!!!
შეგიძლიათ საქართველოს ფოსტა, საქართველოს მთავრობასთან ერთად შეამკოთ! ხსნილია!
პ.ს ტვირთს ისევ უკრაინელები წაიღებენ. როგორღაც მაინც ჩავიტანთ დანიშნულების ადგილამდე, თქვენს ჯინაზე ორკებო!!!”
კომენტარები