საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი, გიორგი კობერიძე:
“საინტერესო ამბები ლონდონიდან:
ბრიტანეთი შვედეთისა და ფინეთის დაცვის გარანტორად გამოდის და ნებისმიერი სახის თავდასხმის შემთხვევაში უშუალოდ ჩაებმება ამ ორი ქვეყნის დაცვის პროცესში. სანამ ფინეთი და შვედეთი ნატოში შევლენ, მანამდე მათი უსაფრთხოების ალიანსის მიერ არაა დაცული, მაგრამ ამ შეთანხმების შემდეგ სიტუაცია შეიცვალა.
წელს ბრიტანეთმა აჩვენა რომ საერთაშორისო პოლიტიკაში კვლავ ანგარიშგასაწევ ძალად რჩება, ხოლო ფინეთ-რუსეთის 1300 კილომეტრიან საზღვარს ჯერ ბრიტანელები და შემდგომ მთელი ნატო დაიცავს.”
კომენტარები