BMG–თან საუბრისას, მამუკა ხაზარაძე, კითხვას – რატომ უნდა გამოისყიდოს სახელმწიფომ “ალფა ჯგუფისგან” “ბორჯომის” აქციები და შესაბამისად, დაიხარჯოს გადასახადების გადამხდელების ფული, პასუხობს და ამბობს:
„სახელმწიფოს მიერ „ალფა ჯგუფისგან“ „ბორჯომის“ აქციების გამოსყიდვაში სანქცირებულ აქციონერთან კონტრაქტის დადება და გარკვეულ პირობებზე მოლაპარაკება ვიგულისხმე. გამოსყიდვაზე როცა ვსაუბრობთ, ეს შეიძლება იყოს სიმბოლური ფასი, კომპანიის საბაზრო ღირებულება ან პირიქით – მინიმალური. ფაქტია, „ბორჯომის“ დღევანდელი ღირებულება არის რადიკლურად სხვა, ვიდრე იყო თუნდაც 5 თვის წინ… ამდენად, მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია ასეთი კონტრაქტი გააფორმოს მაჟორიტარ აქციონერთან. დღეს მხოლოდ სახელმწიფო შეიძლება იყოს მთავარი მომლაპარაკებელი და შემდეგ უკვე საფონდო ბირჟის გზით მოქალაქეებმა შეიძინონ.
ბორჯომი“ სახალხო პროდუქტია, ბრენდია და რაც უფრო მეტი ადამიანი, ქართველი მიიღებს მონაწილეობას მის მართვაში ანუ შეიძენს აქციებს, ეს საქართველოსაც წაადგება და კომპანიის მომავალსაც წაადგება. ვფიქრობ, სიმბოლურადაც ძალიან ბევრი ადამიანი ჩადებს ფულს, რათა ჰქონდეს „ბორჯომის“ ფასიანი ქაღალდი, რომელიც მის შვილს მომავალში დიდ მოგებას მოუტანს.
მე გამოვედი ამ ბიზნესიდან და არ მაქვს სურვილი, ისევ შევიდე. მე ამოცანა შევასრულე – ჩემს მეგობრებთან ერთად დანგრეული „ბორჯომი“ მულტინაციონალური კომპანიის დონემდე მივიყვანეთ. „ბორჯომის“ განვითარების „ქეისი“ დღემდე ისწავლება მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო უნივერსიტეტში, ჰარვარდის ბიზნეს სკოლაში, როგორც საბჭოთა წარმოების თანამედროვე კონკურენტულ საწარმოდ გარდაქმნის წარმატებული მაგალითი“
წყარო – bm.ge
კომენტარები