პოლიტიკოსი, გიგი უგულავა, მთავარი არხის ეთერში, ირაკლი კობახიძის განცხადებებს და ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესს ეხმაურება და ამბობს:
“დარწმუნებული ვარ, ირაკლი კობახიძე შერჩეული იმ ნიშნით, რომ ყველანაირ პათოლოგიაზე, სიგიჟეზე, სიშლეგეზე, ფსკერზე, საზიზღრობაზე ხელის მომწერია, ეს ორივე ირაკლი (კობახიძე და ღარიბაშვილი) მაგ ნიშნითაა შერჩეული…
როგორც ლელოს ლიდერების დაჭერა ვერ გაბედეს, იზიგზაგეს და სამართლებრივი ნონსესი შექმნეს, ახლა მგონია, რომ ასეთ ვითარებაში… სანამ ომი დაიწყებოდა, სანქციების ნაწილი მომწიფებული იყო, ძირითადად მოსამართლეების ნაწილზე. ქვეყნის სანქციებზე არ არის საუბარი, ბიძინა ივანიშვილს კისერი უტეხია, მისი სანქციები ქვეყანას არ შეეხება. ნიკა გვარამიას რაც შეეხება, მგონია, ახლა არ არის ის ვითარება, კიდევ უფრო დაუმძიმდებათ სიტუაცია, მათ შორის, მოსამართლეების კუთხით. თან რას ედავებიან, ხომ სასაცილოა, რუსთავი2 თითქოს გააბანკროტა გვარამიამ, თან არ უჩივის 90–წილის მფლობელი. ვერავის ვერ აჭმევს ამას… გასაგებია, რომ ნიკა შეიძლება ითქვას, რომ პოლიტიკური ფიგურაცაა, მულტიფუნქციური კაცია, მაგრამ ამას მოჰყვება მძაფრი რეაქცია. ამათ სიშლეგეს და სიგიჟეს საზღვარი არა აქვს, მე ნამდვილად არ მინდა ისე მოხდეს, სალომე ზურაბიშვილის სამათხოვრო იყოს კიდევ ვინმე. გულწრფელად გეტყვით, კობახიძე და ღარიბაშვილი სჯობია სალომე ზურაბიშვილს, იმიტომ რომ სალომე ზურაბიშვილს რაღაცის გაკეთება შეუძლია, ამათ არაფრის გაკეთება შეუძლიათ, კობახიძემ რაც უნდა ქნას, ვერაფერს გააკეთებს, სალომეს შეუძლია ქნას და არ აკეთებს. მისი პაუსიხსმგებლობა მეტია, სამარცხვინოც მეტად სამარცხვინოა ზურაბიშვილი, ვიდრე ეს ორი ჯელტმები ქართული ოცნებიდან.”
კომენტარები