უკრაინული მედიის ცნობით, ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა:
“ფინეთი არის ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორი და შემდგარი დემოკრატია, ამიტომ მას თბილად მიესალმებიან ნატოში. ფინეთის გაწევრიანების პროცესი იქნება მშვიდი და სწრაფი.”
ნატოს ხელმძღვანელი პირის განცხადებას უკვე გამოეხმაურა რუსეთი. პესკოვმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც დაიმუქრა, რომ მოსკოვი საპასუხო ნაბიჯებს გადადგამს და ფინეთის მიერ საგარეო კურსის ასე რადიკალურად შეცვლამ, შესაძლოა, მის საზღვრებთან სამხედრო დაპირისპირებას შეუწყოს ხელი.
კომენტარები