პოლიტიკოსი, ნინო ბურჯანაძე, მთავარ არხთან, ამბობს:
“შოკი ქონდათ, ქართული ოცნება არეულია, შეშფოთებულია, მათ პირველად დაინახეს რეალური საფრთხე, საფრთხე, რომელიც მათთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი – საფრთხე რომელიც ბიძინა ივანიშვილის ჯიბეს შეიძლება დაემუქროს. პირველ დღეს, შოკი იმდენად დიდი იყო, როგორც ჩანს, რომ ვერც კი მოზომეს და ღიად ილაპარაკეს, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, ბიძინა ივანიშვილს მილიონებს დაუბრუნებენ, თუ არ დაუბრუნებენ, ნახატებს ჩამოიტანს, თუ არ ჩამოიტანს და როგორი იქნება ივანიშვილის ხვალინდელი დღე. დღევანდელი ხელისუფლების პირველი საზრუნავია არა სახელმწიფო უსაფრთხოება, არამედ ივანიშვილის ჯიბის უსაფრთხოება და მეორე – საშინაო განწყობა, რომ ბიძინაზეა დამოკიდებული, ეგ ვიცით, მაგრამ აღმოჩნდა რომ საგარეო საქმესთან, ომის დაწყება–არდაწყებასთანაც დაკავშირებითაც, ივანიშვილს ფულზე ვყოფილვართ დამოკიდებულნი.”
კომენტარები