თამო კეშელავა
“ალიას” ესაუბრება, ყოფილი დეპუტატი, ემზარ კვიციანი:
–თქვენ მითხარით, რომ თავის დროზე, რუსეთმა დაიწყო ომი აგენტების მეშვეობით საქართველოში. არ გაქვთ ბრაზი პუტინის წინააღმდეგ? სამაგიეროს გადახდა არ გინდათ პუტინისთვის?
– აი, შეხედეთ, აი, შეხედეთ, ეს აწყობს ჩვენს საერთო მტერს, რომ ბრაზი გვქონდეს. ჯერ დარწმუნებულიც არა ვარ პუტინი ის პუტინია, რომელიც იყო? მაგაზე თავისმა ცოლმა დაწერა და მისცა ინტერვიუ, ჩემი ქმარი უკვე არ არის ცოცხალიო. თუ შეცვალეს, რატომ შეცვალეს? რუსეთიც უნდა დაღუპოს და დანარჩენი სამყაროც, თუ ეს ასეა და მართალია, მაგრამ ამაზე ვინმემ ძიება ჩაატარა?
– თუ არ არის შეცვლილი? ხვალ ქუჩაში რომ შეხვდეთ პირისპირ პუტინი, რომელმაც თქვენ ვერსიას თუ მივყვებით, ქართველი აგენტების ხელით, დაიწყო საქართველოში ომი და დაგვახოცინა ერთმანეთი. რას ეტყვით და არ გექნებათ ბრაზი?
– შენი არ ვიცი, მაგრამ მე ნაომარი ვარ და ვიცი ისეთი რაღაცა, რომ ჩვენ შეგვაცდინეს – რუსებიც, ქართველებიც, აფხაზებიც, ოსებიც, შეგვაცდინეს და დაგვახოცინეს ერთმანეთი. არა მგონია, რომ პუტინი შემხვდეს და თუ შემხვდა, ალბათ, თვითონაც იტყვის, რომ მაპატიე, შევცდიო და მეც ვეტყვი, მეც შევცდი, რომ ვკლავდით ერთმანეთს მართლმადიდებელი ძმები. ჩვენი შეხვედრა ვერანაირად ვერ მოხდება.
– ვინ იცის, იქნებ მოუწიოს თავშესაფრის ძებნა საქართველოში ისეთ დღეში აგდებენ უკრაინელები უკვე.
– შენ ეხლა ტელევიზორებს უყურებ და არ დაუჯერო.
– მაშინ, თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ?
– მე საერთოდ რამდენი დღეა ტელევიზორს არ ვრთავ, ფეისბუკზე რომ დაიდება კონკრეტული, იმას ვუყურებ, ტელევიზორი საერთოდ არ ირთვება ჩემ სახლში დაახლოებით 2007 წლიდან. ეს ტელევიზიები არიან უმეტესი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული, თუნდაც კოვიდზე აიღეთ… ყველა ექიმი, ვინც იძახის კოვიდი მომაკვდინებელია, არის მოღალატე, ჩემთვის პირადად, რაც მე კოვიდის ისტორია ვიცი, სამჯერ მაქვს გადატანილი. პირველი გადავიტანე მძიმედ, იმიტომ, რომ წავედი კლინიკაში, დანარჩენი იოლად.
– გავიგეთ, რომ კოვიდი არ არის მომაკვდინებელი და პუტინი?
– კიდევ ერთხელ გეტყვით, მხოლოდ პუტინს ნუ ჩამოვკიდებთ ყველაფერს, თუ პუტინი მასონების მოყვანილი არაა და მასონების დავალებას არ ასრულებს, ე.ი. პუტინი კარგ შედეგს დადებს, მაგრამ თუ მასონების მიერ დაყენებულია და იმათ დავალებას ასრულებს, მაშინ შედეგი იქნება გამანადგურებელი ჩვენი ქვეყნის.
ინტერვიუ ჩაწერილია და გაზეთ “ალია”–ში დაიბეჭდა, რუსეთ უკრაინის ომის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, თებერვლის ბოლოს.
კომენტარები