არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტი და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი მონარქი ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანი 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ საპრეზიდენტო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ცნობა. ქვეყანაში 40-დღიანი გლოვა გამოცხადდება.
“საპრეზიდენტო საქმეთა სამინისტრო უსამძიმრებს არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, არაბული და ისლამური ქვეყნების ხალხს, არაბეთის გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის, მისი აღმატებულება შეიხ ხალიფა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანის გარდაცვალების გამო“, – ნათქვამია განცხადებაში.
კომენტარები