ოჯახური ძალადობის მსხვერპლ ქალთა უფლებების დამცველი ბაია პატარაია პოსტს აქვეყნებს :
“თურქმენეთში ქალებს ფრჩხილზე შილაკი, ჯინსის შარვლები და საღამოს 8 საათის მერე მანქანაში ჩაჯდომა აუკრძალეს, ამერიკაში კი აბორტის უფლებას ზღუდავენ…
მოკლედ, დრო ქალების სასარგებლოდ არ მუშაობს. ერთადერთი, რაც ქალების სასარგებლოდ მუშაობს ქალთა შეუპოვარი ბრძოლაა! ბრძოლა სჭირდება არა მხოლოდ თანასწორობის უფლების მოპოვებას, არამედ მიღებული უფლების შენარჩუნებასაც კი.
ამიტომ ჩვენ არ დავიღლებით! და დაუღალავად ვიშრომებთ ქალთა უფლებების დასაცავად საქართველოში! (და არა მხოლოდ აქ და არა მხოლოდ ვიშრომებთ).
ქალების ძალა ერთიანობაშია, ეს უნდა იცოდეს ყველა ქალმა! ეს უნდა ვასწავლოთ ყველა გოგოს! თუ ქალები არ მივატოვებთ ერთმანეთს, მაშინ ყველაფერს შევძლებთ!
We can do it!
“დაო, დითა ხარ ძლიერი”
კომენტარები