მარინა ეზუგბაიას განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს კორონავირუსით ინფიცირებული ექვსი თანამშრომლის მდგომარეობა მძიმე არ არის.
მისივე თქმით, კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს და ვირუსის პირველწყარო ბოლომდე დადგენილი არ არის.
„ექვსივე არის სამოქალაქო. ეს არის ჯგუფი, რომელსაც სამსახურებრივი რაღაც დამოკიდებულება აქვთ. ეს კონტაქტებია, მაგრამ პირველწყაროს მოძიება ჯერ მიმდინარეობს. არ არის ბოლომდე დადასტურებული პირველწყარო. ასე რომ, კატეგორიულად ვერ ვიტყვით აქ რა სიტუაციაა. მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ გორის ჰოსპიტალშია გადაყვანილი ეს ექვსივე პაციენტი, მათი მდგომარეობა არ არის მძიმე,“ – განაცხადა ეზუგბაიამ.
კომენტარები