29 მარტს, დღის ბოლოდან 31 მარტის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში თოვლი ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ნისლი და ქარბუქი, – ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება და მეწყერული პროცესები გამოიწვიოს. ჰაერის ტემპერატურა +16, +18 გრადუსამდე გათბება,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.
კომენტარები