საქართველოს პატრიარქი კახეთში ჩავიდა. ილია მეორე საკვირა წირვას, წმინდა ნინოს სახელობის ტაძარში ესწრება. მასთან ერთად იმყოფება მეუფე იაკობიც.
ბოდბის მონასტერში ღვთისმსახურება რეკომენდაციების დაცვით ტარდება.
ტაძარში მხოლოდ სასულიერო პირები იმყოფებიან. ბოდბის მონასტრის ეზოში ერთმანეთისგან დისტანციის დაცვით მდგომი მრევლი ლოცვას სპეციალურად დამონტაჟებული აპარატურის საშუალებით ისმენს.
კომენტარები