გაქვთ მკლავზე აცრის შრამი? – თქვენ გაგიმართლათ, თუ მეცნიერების ეს კვლევა წარმატებული შედეგით დასრულდა. პოსტაბჭოთა სივრცეში აცრა, რომელიც მასობრივად ტარდებოდა შესაძლოა კორონავირუსისგან თავდაცვის ეფექტური მექანიზმი აღმოჩნდეს. ვაქცინა, რომელიც ტუბერკულოზის საწინააღმდეგოდ გამოიყენება და მისი ნაიარევი ხელზე უმეტეს ჩვენგანს აქვს, შესაძლოა იყოს მიზეზი იმისა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ჯერჯერობით მწვავე ეპიდაფეთქება არ ფიქსირდება.
VPM1002 , რომელიც დაფუძნებულია ტუბერკულოზის საწინააღმდეგო, ე.წ ბეცეჟე (BCG) ვაქცინაზე, შესაძლოა ეფექტური თავდაცვის მექანიზმი იყოს კორონავირუსის პრევენციისთვის. წინასწარმა კვლევებმა აჩვენა, რომ ე.წ ბეცეჟე ვაქცინა სხვადასხვა მძიმე რესპირატორულ ვირუსისგან თავდასაცავად ეფექტურია – ინფორმაციას neuroscience news ავრცელებს.
ავტრალიელი მეცნიერები დაჩქარებული ტემპით ატარებენ ტესტირებას ადამიანებზე, იმის დასადგენად, შეუძლია თუ არა ე.წ ბეცეჟე ვაქცინას, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში ტუბერკულოზისგან დასაცავად იყენებდნენ, კორონავირუსისგან დაცვა – FRANCE 24.
ე.წ ბეცეჟე ვაქცინა ავსტრალიაში დაიტესტება 4 ათას სამედიცინო პერსონალთან, რათა დადგინდეს შეუძლია თუ არა ვაქცინას COVID-19 ის სიმპტომების თავიდან აცილება – საუბრობენ მკვლევარები, მელბურნის მურდოკის ბავშვთა კვლევითი ინსტიტუტიდან.
„მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინას ტუბერკულოზის წინააღმდეგ გამოიყენებენ და ამ მიზნით ყოველწლიურად 130 მილიონზე მეტ ახალშობილს ცრიან, ე.ჭ ბეცეჟე აძლიერებს ასევე, იმუნურ სისტემას“ – წერია განცხადებაში.
„ვიმედოვნებთ, დავინახავთ COVID-19-ის სიმპტომებისა და გავრცელების შემცირებას, იმ ადამიანებში რომლებსაც ე.წ ბეცეჟე ვაქცინა გაუკეთდებათ.“ – აღნიშნა მკვლევარმა ნიგელ კურტისმა. მისივე ინფორმაციით, რამდენიმე კვირის განმავლობაში, ტესტირებაში 4000 ადამიანი ჩაერთვება. დრო არ ითმენს – აღნიშნავს მკვლევარი.
მსგავსი ცდები და ტესტირებები ტარდება სხვა ქვეყნებშიც, როგორიცაა ნიდერლანდები, გერმანია, დიდი ბრიტანეთი.
„ეს ტესტირება საშუალებას მოგვცემს დავამტკიცოთ ვაქცინის ეფექტურობა, კორონავირუსთან ბრძოლის თვალსაზრისით, ჩვენ შევძლებთ გადავარჩინოთ წინა ხაზის მებრძოლები ექიმების სახით“- არნიშნავს კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი ქრინ ნორდი.
ნორდი აღნიშნავს, რომ ადამიანების იმუნური სისტემის გაუმჯობესება, მანამ, სანამ სპეციალურ ვაქცინას გამოიგონებენ, ხელს შეუწყობს კორონავირუსის დროში გაშლას, რაც შეამცირებს მსხვერპლს.
კომენტარები