“ქართული მარშის” წევრი, გიორგი გაბედავა:
“გვარამიას გულშემატკივრებს ნამდვილად არ გაქვთ სატირლად საქმე. ამდენი დანაშაულის, სიბოროტის და მავნებლობის შემდეგ მხოლოდ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რომელიც ვიცით რომ ამდენ ხანს ისედაც არ გაგრძელდება, ფაქტიურად ყველაფრის ჩამორეცხვას ნიშნავს.
გვარამის ხელისუფლებაში ყოფნის დროს 3 წელი ისე გავატარე ჯოჯოხეთურ ციხეში, ეხლაც ვერ ვხვდები ესეთ აშკარა კანონდარღვევაზე როგორ წავიდა სასამართლო და პროკურატურა. კადრები არსებობდა სადაც თავიდან ბოლომდე ჩანდა რომ არავინ გვიცემია და მითუმეტეს დავით აქუბარდია.
ამ ყველაფრის მერე ეს ხალხი წივის კივის ერთ ამბავშია, თავისუფლების ძეგლი დაგვიპატიმრესო. ვინმეს სჯერა თქვენი?
გვარამიას ადგილზე რომ ვიყო გახარებული ვიქნებოდი ესე ცოტა რომ მოესაჯათ ამდები სიბოროტისთვის.”
კომენტარები