ყოფილი დეპუტატი, ირაკლი მელაშვილი:
“ნამდვილად არ ვიცი ზუსტად რას ედავებოდა ხალვაში გვარამიას, მაგრამ თუკი მართალია, რომ ნიკა გვარამიას ყველა ბრალდება მოუხსნეს, რომლის მიხედვითაც მან ტელევიზიას ზარალი მიაყენა და ერთადერთი “დანაშაულისათვის” მიუსაჯეს სამწელიწადნახევარი , რომ ის და მისი ოჯახი სარგებლობდნენ 76 ათას ევროს (232 201 ლარი) ღირებულების ავტომანქანით, რომელიც ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ სარეკლაო დროის გამოყენების სანაცვლოდ გაფორმებული იყო შპს „პროესკო მედიას“ სახელზე, სულ ოდნავ რაციონალურად თუ შევხედავთ, ამის მომფიქრებული ხელისუფლებას უფრო მეტად ძნელად თუ აზარალებდა. ჰოდა ვინც ამ სისულელეს ტაშს უკრავს, ჩემი აზრით ან “ოცნების” ფარული მტერია, ან უბრალოდ სასტიკად გამოშტერებული, რომელიც ისე დააბრმავა სიძულვილმა, რომ რეალური განსჯის უნარი წაართვა გამჩენმა.”
კომენტარები