ეკონომისტი, მალხაზ ფერაძე:
“2010 წელს, გიგი უგულავას და ზურა ადეიშვილის დავალებით, პროკურატურამ საქმე აღძრა ჩემი, როგორც თბილგაზის მმართველის წინააღმდეგ… 180 მუხლის 4 პუნქტით, რაც ითვალისწინებდა 11 წლიან თავისუფლების აღკვეთას! პროკურატურა მედავებოდა 2008-2009 წწ. თბილგაზში ხელფასების სახით 110 ათასი ლარის გაცემას, რაზეც მითხრეს რომ არ უნდა გაგეცაო ეგ ხელფასებიო, არადა ხალხი ამ ხელფასს ჯერ კიდევ ჩემს დანიშვნამდე იღებდნენ, აბსოლუტურად კანონიერად! ვინაიდან პროკურატურას არ გააჩნდა არანაირი მტკიცებულება რაიმე სახის დანაშაულზე, პროკურორმა ი. შელიამ გააყალბა მოსამართლის მიერ დამტკიცებული, ჩემი მმართველად დანიშნვის ოქმი, ქსეროქსით ჩაამატა, პუნქტი თითქოს, მე იმისთვის ვინიშნებიდი იქ რომ უნდა დამემტკიცებინა რომ არანაირი ზიანი არ მიმიყენებია ორგანიზაციისთვის
საქმე იმდენად იყო შეთითხნილი, რომ მიშას სასამართლოშიც კი ვერ გადაგზავნა პროკურატურამ, უბრალოდ ინტერპოლით ძემნისთვის გამოიყენეს… დღეს ის ხალხი, ვინც მაშინ ბრალს მდებდნენ უკანონოდ, პროტესტს გამოთქვანს გვარამიას ციხეში გაშვებაზე, სად არის სამართალი ხალხო? ჩემს საქმეზე კაციშვილი არ დასჯილა, დღემდე მშვენივრად გრძნობენ თავს…”
კომენტარები