ვიცე-პოლკოვნიკი ედუარდ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ჯიშკარიანი პაატა იმნაძის მიმართ ზოგიერთი პოლიტიკოსისა და ჟურნალისტის მიერ განხორციელებულ შეტევას ეხმაურება და წერს:
„იმნაძე არ ამბობს? მე ვიტყვი:
სააკაშვილმა იმნაძე დაიჭირა ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობის დასრულებამდე ორი წლით ადრე, მისგან მოითხოვდნენ უბრალოდ ქვეყნის დატოვებას და საზღვარგარეთ წასვლას საცხოვრებლად, ეს ვერაგული ჩანაფიქრი ვერ განახორციელეს იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ პენტაგონი და თეთრი სახლის ადმინისტრაცია ჩაერია.
იმნაძის ქვეყნიდან გაქცევის შემთხვევაში კიდევ ლუგარის ლაბორატორიის მშენებლობა უნდა შეჩერებულიყო ან გაურკვეველი ვადით გადადებულიყო.
რომელი ქვეყნის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული ლაბორატორის მშენებლობის შეჩერება და რომელი ქვეყნის პრეზიდენტის მკაცრი მოთხოვნის საფუძველზე გადაწყდა იმნაძის დაკავება-გაძევების ოპერაცია, ვისი კაგებეშნიკი ბიძა ხელმძღვანელობდა ამ „ოპერაციას“ ამის გამოცნობა არ გაგიჭირდებათ.“
კომენტარები