თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორი, ლალი ტურძელაძე აცხადებს, რომ მათთან მოთავსებულ სამ პაციენტს კორონავირუსის ნიშნები აღარ აქვს და სავარაუდოდ ისინი მალე გამოჯანმრთელებულად ჩაითვლებიან.
მისი თქმით, ორი პაციენტი არის სტაბილურად მძიმე და იმყოფება რეანიმაციულ განყოფილებაში.
„რეანიმაციაში აპარატულ სუნთქვაზე ორი პაციენტი მკურნალობს, მათი მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე, თუმცა ვიტალური პარამეტრები შენარჩუნებულია და იმედი გვაქვს, მალე იქნება უკეთესობა. სამივე ჩვილის მდგომარეობა სტაბილურია, ერთი თავს უკეთ გრძნობს. რაც შეეხება მეთხუთმეტე პაციენტს, რომელიც ბოლნისიდანაა ჩამოყვანილი, მას აქვს ორმხრივი პნევმონია, მისი მდგომარეობა არის მძიმე, თუმცა ჯერ პალატაშია და არ არის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში“,- განაცხადა ტურძელაძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 90 შემთხვევა დაფიქსირდა ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსისგან უკვე 18 ადამიანი განიკურნა. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 231 იმყოფება, კარანტინში – 4695.
კომენტარები