ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ახალი ტიპის კორონავირუსი ჰაერით არ ვრცელდება. ასევე, მცდარია ინფორმაცია, რომ ვირუსი ჰაერში 8 საათი ძლებს.
ჯანმო აღნიშნავს, რომ ჰაერით გავრცელება და ჰაერ-წვეთოვანი გზით გავრცელება ერთმანეთისგან განსხვავდება. ვირუსი გადამდებია ინფიცირებულთან ახლო კონტაქტის დროს.
“კორონავირუსი უმეტესწილად ვრცელდება წვეთებით, რომლებსაც ინფიცირებული ადამიანი ცემინების, ხველის ან საუბრის დროს გამოყოფს”, – აღნიშნავს ჯანმო.
შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს WHO-მ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ შეაფასა.
კომენტარები