უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმა თქვა, რომ “ქალაქ მარიუპოლის დამცველებს საკუთარი სიცოცხლის გადარჩენა დაევალათ”
“დღეს ძალიან რთული და მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს, მათ შორის მოლაპარაკებები წითელი ჯვრის დახმარებით. შედეგად, ეს არის მძიმე მდგომარეობაში მყოფი დაშავებულების ევაკუაცია ჩვენი გეგმაა მათი სიცოცხლის გადარჩენა და შემდეგ თავისუფლება.”
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, მარიუპოლიდან 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე ნოვოაზოვსკის ტერიტორიაზე მდებარე ჰოსპიტალში არიან გადაყვანილები.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, კიდევ 211 მებრძოლი ჰუმანიტარული დერეფნის გავლით დონეცკში, იელენოვკაში გადაიყვანეს, შემდგომში კი უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.
კომენტარები