ვროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრაზე წერს.
შესაბამისი განცხადება რობერტა მეცოლას Twitter-ზე გამოქვეყნდა.
„კარგი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ევროპარლამენტში. საქართველო ევროკავშირის ოჯახს მიეკუთვნება. რეფორმები მართლმსაჯულების სფეროში, კანონის უზენაესობა, მედიათავისუფლება, ლგბტქ+ და ადამიანის უფლებები რჩება გადამწყვეტად ქვეყნის ევროპული გზისთვის. ერთიანი ვართ უკრაინის მიმართ მხარდაჭერაში“, – წერს მეცოლა.
შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობერტა მეცოლას დღეს შეხვდა.
კომენტარები