დენმენის მყინვარის გალღობა კლიმატის ცვლილებამ გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ ამ მყინვარის ქვეშ არის დედამიწის ყველაზე ღრმა ხეობა. იგი ზღვის დონიდან 3.5 კმ სიღრმეზეა მდებარეობს.
მყინვარის სრული დნობა, მთელ მსოფლიოში წყლის დონის აწევას დაახლოებით 1,5 მეტრით გამოიწვევს.
ოკეანის თბილი წყლების წინსვლის შედეგად მყინვარი იშლება და უკან იხევს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 1979-დან 2017 წლამდე მყინვარმა, თითქმის 270 მილიარდი ტონა ყინული დაკარგა, ბოლო 22 წლის განმავლობაში კი, 5-6 კილომეტრით უკან დაიხია .
ანტარქტიდაში ყინულის დნობა, უმეტესად კონტინენტის დასავლეთ ნაწილში ხდებოდა. აღმოსავლეთ ანტარქტიდის მყინვარები განიხილებოდა როგორც სტაბილური, ანუ უძრავი. მაგრამ NASA-ს და კალიფორნიის უნივერსიტეტის ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ დენმანის მყინვარი საკმაოდ დაუცველია.
კომენტარები