რუსეთის გენერალური პროკურატურა უზენაეს სასამართლოს მიმართავს, მოთხოვნით, უკრაინაში მებრძოლი აზოვის პოლკი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდეს. სასამართლო სხდომა 26 მაისს გაიმართება.
განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც რუსეთმა ალყაში მოქცეული აზოვსტალის ქარხნიდან ასობით უკრაინელი ჯარისკაცი, მათ შორის უმრავლესობა აზოვის პოლკის წევრი, ქარხნიდან გაიყვანა.
როგორც ვრცელდება, ევაკუირებული სამხედროები რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე იმყოფებიან. 16 მაისს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ თქვა, რომ უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დასაბრუნებლად მათ რუს ტყვეებში გაცვლიან.
კომენტარები