ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას, რომ თბილისში, კერძოდ გლდანში ერთ-ერთ ავტომობილს საბურავები მოხსნეს და მოიპარეს, თუმცა ფაქტს სოციალურ ქსელში თავად ავტომობილს მფლობელი გამოეხმაურა და დაწერა, რომ ადვოკატის მიერ გავრცელებული ფოტოები ერთი წლის წინანდელია, ავტომობილს კი საბურავები თავადვე მოხსნა, ვინაიდან ის სხვა ავტომობილს დაუყენა.
აი, რას წერს ალექსანდრე კობაიძე და როგორ ეხმაურება ავტომობილის მფლობელი:
ალექსანდრე კობაიძე:
„ხომ ვამბობდი, თუ დროზე არ მოხდება ამ ვირუსის დამარცხება სოციალური აფეთქება მოხდება მეთქი. ეს გლდანია, ვხედავთ მანქანას საბურავების გარეშე. ჩემი და უფროსი თაობა მიხვდება ამ სურათის შინაარს და შეგრძნებები არცთუ სასიამოვნოა.
თუ მალე, მაქსიმუმ საგანგებო მდგომარეობის დასრულების გამოცხადებულ თარიღამდე ( 21 აპრილი) არ მოხდება ვირუსთან ბრძოლის დასრულების დაწყება, მივიღებთ სოციალურ აფეთქებას. ადამიანს, როცა მოშივდება, ან მის ოჯახის წევრს, ძნელია მას მორალზე და ზნეობის მაღალ მატერიაზე ესაუბრო. ამიტომ მოვუწოდებ მთავრობას, იმოქმედონ მკაცრად და მყისიერად, რათა არ მოხდეს სოციალური აფეთქება, თორემ უფრო უარეს შედეგს მივიღებთ, რაც შესაძლებელია გადაიზარდოს ანარქიაში“.
დათო ჯაფარიძე, ავტომობილის მფლობელი:
„ყალბი ინფორმაციის გავრცელება თუ გინდა რავი, მარა ამ შემთხვევაში არ გამოვა. მანქანა ჩემია და დისკები არავის მოუპარავს…. მოკლედ მანქანა ჩემია. ინფორმაცია ტყუილია. თუ ვინმეს რამე გაინტერესებთ მომწერეთ პირადად და გაგარკვევთ“.
კომენტარები