აზოვსტალის” ქარხნიდან უკრაინელი მებრძოლების ევაკუაციის თაობაზე Reuters-ი ახალ ცნობებს აქვენებს.
reuters-ის ინფორმაციით, “აზოვსტალის“ ტერიტორიიდან რუსი სამხედროების მიერ შვიდი ავტობუსით გაყვანილი უკრაინელი მებრძოლები რუსეთის მიერ კონტროლირებულ სოფელ ოლენივკაში, ახლად გახსნილ საპატიმროში მიიყვანეს. ამის შესახებ თვითმხილველმა აცნობა სააგენტოს. ოლენივკაში გადაყვანილებში რამდენიმე ქალიც არის.
შეგახსენებთ, რომ 17 მაისს, საღამოს, ამავე გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსული ჯავშანტექნიკის თანხლებით, “აზოვსტალის“ ტერიტორია დატოვა შვიდმა ავტობუსმა, რომლებშიც უკრაინელი მეომრები იმყოფებოდნენ. მათი ზუსტი რიცხვი ჯერჯერობით უცნობია.
მანამდე, 16 მაისს კი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ “აზოვსტალის“ ტერიტორიიდან ევაკუირებულია 53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო, რომლებიც გადაიყვანეს ოკუპანტების კონტროლირებადი ქალაქის ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში, “აზოვსტალის” კიდევ 211 დამცველი კი, ჰუმანიტარული დერეფნით ჩაიყვანეს ოლენივკაში, საიდანაც გენშტაბის მტკიცებით “გაცვლის პროცედურით“ დააბრუნებენ უკრაინის ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე.
კომენტარები