ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ამბობს, რომ საგანგებო მდგომარეობის დროს მოსახლეობაში პანიკის დათესვა დაუშვებელია.
მისივე თქმით, ოპოზიცია დეზინფორმაციით ცდილობს, ქვეყანაში არეულობის შემოტანას.
„პანიკის დათესვა მოსახლეობაში, რაც კვირა საღამოს, 29 მარტს, იგეგმება, დაუშვებელია საგანგებო მდგომარეობის პირობებში…
ქვეყანა არის რთულ მდგომარეობაში და, იმის მაგივრად, რომ ერი ერთად იყოს, ოპოზიცია აპირებს სრული დეზინფორმაციით არეულობის შეტანას ქვეყანაში…
ამას ემატება ექიმების ბულინგი, იმისათვის, რომ მათ ვერ გააგრძელონ ვირუსთან ბრძოლა და იმ მიღწეულის შენარჩუნება, რაც დღეს გვაქვს სხვა ქვეყნებთან შედარებით…“,-წერს ნიკოლოზ მჭედლიშვილი.
კომენტარები