– მე სამშოლოში დავბრუნდი. ვერ ვბრუნდებოდი, იმიტომ რომ იყო უსამართლობა” ამბობს ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, რომელიც 17 წლიანი ემიგრაციის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა.
თუ რატომ მიიღო “ქართულმა ოცნებამ” მისი ამნისტირების გადაწყვეტილება, მამალაძემ ასე უპასუხობა:
“ქართულ ოცენებას” არ მიუღია გადაწყვეტილება, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ამნისტიის შესახებ, რომელიც ვრცელდება იმ ადამიანებზე, ვისზეც გავრცელდა, მათ რიგებში ვარ მეც, რა თქმა უნდა.
პოლიტიკაში შესვლას არ ვაპირებ. მე ვიყავი პოლიტიკაში და გავლენებიც მქონდა. პოლიტიკაში ყოფნა, ეს არის ხელისუფლებისთვის ბრძოლა, მე არ ვაპირებ პოლიტიკაში ყოფნას, მაგრამ ვიქნები პოლიტიკასთან”, – ამბობს მამალაძე.
შეგახსენებთ, ლევან მამალაძეს გამოძიება ქრთამის აღებასა და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში ადანაშაულებდა. მას სასამართლომ დაუსწრებლად 17-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ლევან მამალაძე ინტერპოლით იძებნებოდა.
კომენტარები